# started 2014-09-02T08:17:45Z "GNU Free Documentation License (GNU თავისუფალი დოკუმენტაციის ლიცენზია), ანუ უბრალოდ GNU FDL (GFDL) — \"Free Software\" ფონდის მიერ შედგენილი ლიცენზია, რომელიც GNU GPL ლიცენზიის ანალოგია დოკუმენტებისათვის.GNU FDL განკუთვნილია სამომხმარებლო სახელმძღვანელოებისა და სხვა დოკუმენტაციისთვის, რომლებიც, როგორც წესი, თან ახლავს კომპიუტერულ პროგრამებს. მიუხედავად ამისა, ამ ლიცენზიის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი თემატიკის ტექსტისთვის."@ka . "არმაზი — ქართლის უზენაესი წარმართული ღვთაება. არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. III ს.), რომელსაც გარედან უსესხია იგი. არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე."@ka . "ადგილის დედა – ქართულ მითოლოგიაში ცალკეული ადგილის (სოფლის, მთის, ხეობის, კლდის, ველის და სხვ.) მფარველი ქალღმერთი. ხევსურებს წარმოდგენილი ჰყავდათ ვერცხლის სამკაულებიანი ლამაზი ქალის სახით, რომელიც ზრუნავდა სოფლის მშვიდობიან ცხოვრებაზე და მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მოხვედრილ უცხოებზე. შესაძლებელია, წარსულში ადგილის დედა ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო და მისი კულტი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული."@ka . "მითოლოგია (ბერძნ. μυθολογία, μῦθος მითოს — ამბავი, გადმოცემა; λόγος ლოგოს — მოძღვრება) არის მითების შესწავლელი დარგი, ასევე მითების ერთობლიობა. მითოლოგია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის მითების წარმოშობას, შინაარსს, კლასიფიკაციას და გავრცელებას. მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენენ ადრეკლასობრივ საზოგადოებაში."@ka . "იოჰან სებასტიან ბახი (დ. 21 მარტი / 31 მარტი, 1685, აიზენახი, თიურინგია - გ. 28 ივლისი, 1750, ლაიფციგი), ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი; ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი. მისი შემოქმედება გამოირჩევა ინტელექტუალური სიღრმით, ტექნიკური სრულყოფილებითა და მხატვრული დახვეწილობით და იგი ევროპული ტრადიციის თითქმის ყოველი მუსიკოსისათვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მოცარტიდან შონბერგამდე."@ka . "დევი არის ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში ბოროტი სული. დევები თმით დაფარული ზოომორფული არსებები არიან რქებით და მრავალი თავით (სამიდან ასამდე). თავების რიცხვის ზრდასთან ერთად მათი ძალაც მატულობს. მოკვეთილი თავის ადგილზე ახალი ამოდის. დევები მიწისქვეშეთში ცხოვრობენ, მაგრამ შეიძლება მიწაზეც ცხოვრობდნენ და სასახლეებსა და სიმდიდრესაც ფლობდნენ. ჩვეულებრივ, ერთად ცხოვრობს შვიდი-ცხრა ძმა დევი. დევები მესაქონლეობას და ნადირობას მისდევენ, იტაცებენ და ატყვევებენ ლამაზ ქალებს."@ka . "ინფორმატიკა — მეცნიერება გამომთვლელი მანქანების (კომპიუტერი) საშუალებით ინფორმაციის დამუშავების შესახებ. სიტყვა ინფორმატიკა ნაწარმოებია ფრანგული სიტყვიდან Informatique, რომელიც თავად წარმოიქმნა ორი ტერმინის Information (ინფორმაცია) და Automatique (ავტომატიკა) შეერთების საფუძველზე."@ka . "კოპალა, წინაქრისტიანული სათემო ღვთაება აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. ქართულ მითოლოგიაში ხევსურთა ლოკალური ღვთაება ხვთისშვილთა რიგიდან. ხალხური ეტიმოლოგია მის სახელს კომბალიდან აწარმოებს. მისი ძირითადი სამლოცველო იყო ფშავსა (სოფ. უძილაურთა) და ხევსურეთში (ლიქოკის ხეობა, ჭალაისოფელი). სალოცავი ლიკოკის ხეობაში, კარატის მთის მწვერვალზე დგას."@ka . "ზადენი — ქართულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე. ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით ზადენის კულტი მეფე ფარნაჯომმა შემოიღო ძვ. წ. II ს-ის პირველ ნახევარში. ხელნაწერი ზადენის სახელს მცხეთის ახლოს ზადენის ციხის სახელწოდებასთან აკავშირებს. მეცნიერული ტრადიციის თანახმად, ზადენის სახელი კავშირშია ირანულ Yazadan-თან (სპარს. یزدان — კეთილი სულების რანგი)."@ka . "ოჩოკოჩი — ქართულ მითოლოგიაში ნადირთმფარველი ღვთაება. ზეპირსიტყვიერების პოპულარული პერსონაჟი, რომელიც ტყეში ცხოვრობს და გამუდმებული კონფლიქტი აქვს მონადირეებთან; მისი სხეულის ერთი ნაწილი ვაცის (მამალი თხა), მეორე კი ადამიანის მსგავსია. მკერდზე რქისებრი წანაზარდი აქვს, რითაც ამარცხებს მოწინააღმდეგეებს. შედგენილ ტერმინებში — ოჩოკოჩი, ოჩოპინტრე, ოჩიდალი პირველი კომპონენტი ორი ბოჩი, ივანე ჯავახიშვილის აზრით, დაკავშირებულია ვაცთან და ძვ. ნადირთმფარველ წარმართულ ღვთაებას უკავშირდება."@ka . "ამირანი, ქართულ მითოლოგიაში გმირი; ამირანიანის ეპოსის მთავარი გმირი. ამირანის შესახებ თქმულებები დაფიქსირებულია საქართველოს ყველა კუთხეში, ქართული ენის ყველა დიალექტზე, რაც მიუთითებს მათი ფორმირების შესახებ ქართველი ერის ეთნოგენეზის ადრეულ სტადიაზე (ვარიანტები არსებობს აგრეთვე კავკასიის ქართველებთან მონათესავე ხალხებში). ამირანის სახე მოჩანს ძვ. წ. მე-3 ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლებში (მცხეთის ბრინჯაოს სარტყელი, ყაზბეგის განძი, თრიალეთის ვერცხლის თასი)."@ka . "25 იანვარი არის გრიგორიანული კალენდრის 25-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 340 დღე (ნაკიან წელში - 341)."@ka . "პრეზიდენტი — ტიტული, რომელსაც ატარებენ ქვეყნების, ორგანიზაციების, კომპანიების, სასწავლებლების პირველი პირები. ეტიმოლოგიურად პრეზიდენტი ნიშნავს პიროვნებას, რომელიც თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებს (ლათინურად: prae (წინ, თავში) + sedere (ჯდომა)). მისი თავდაპირველი მნიშვნელობა იყო შეხვედრების, ცერემონიების გაძღოლა, ამჟამად ის უპირატესად თანამდებობის პირთან ასოცირდება, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება აქვს."@ka . "1 იანვარი არის გრიგორიანული კალენდრის 1-ლი დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 364 დღე (ნაკიან წელში - 365). მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში 1 იანვარი არის ახალი წლის დღე."@ka . "შოთა რუსთაველი, რუსთველი (*დაახ. 1160/65 – ? ) — XII საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „ვეფხისტყაოსანი“. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად."@ka . "ევალდ აავი (დ.22 თებერვალი (6 მარტი), 1900, რეველი