# started 2014-08-16T14:11:53Z "GNU Free Documentation License (GNU თავისუფალი დოკუმენტაციის ლიცენზია), ანუ უბრალოდ GNU FDL (GFDL) — \"Free Software\" ფონდის მიერ შედგენილი ლიცენზია, რომელიც GNU GPL ლიცენზიის ანალოგია დოკუმენტებისათვის.GNU FDL განკუთვნილია სამომხმარებლო სახელმძღვანელოებისა და სხვა დოკუმენტაციისთვის, რომლებიც, როგორც წესი, თან ახლავს კომპიუტერულ პროგრამებს. მიუხედავად ამისა, ამ ლიცენზიის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი თემატიკის ტექსტისთვის."@ka . "არმაზი — ქართლის უზენაესი წარმართული ღვთაება. არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. III ს.), რომელსაც გარედან უსესხია იგი. არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე."@ka . "ბატონები, ბავშვთა გადამდებ ავადმყოფობათა (წითელა, ყვავილი, ქუნთრუშა, ყივანახველი) საერთო ხალხური სახელწოდება. ქართველთა ძვ. რელიგიური შეხედულებით, ამ სნეულებას იწვევდნენ ანთროპომორფული სახის პატარა ზებუნებრივი არსებები ე. წ. ბატონები, ანგელოზები, დაავადებებსაც შესაბამისად ყვავილ-ბატონები, წითელა-ბატონები, ხველა-ბატონები და ა. შ. ეწოდებოდა."@ka . "ბაყბაყ-დევი — ქართულ მითოლოგიაში ტყის კაცი, ერთ-ერთი დევი. ბაყბაყ-დევი, რომელიც ბოროტ საწყისს განასახიერებს (მაგრამ ყოველთვის მარცხდება დადებით გმირთან), წარმოგვიდგება მრავალთავიან არსებად, რომლის სიმძიმეს ძლივს უძლებს დედამიწა, კაციჭამიად, რომელიც თავის დამხმარეებთან ერთად ჭამს ადამიანებს."@ka . "ადგილის დედა – ქართულ მითოლოგიაში ცალკეული ადგილის (სოფლის, მთის, ხეობის, კლდის, ველის და სხვ.) მფარველი ქალღმერთი. ხევსურებს წარმოდგენილი ჰყავდათ ვერცხლის სამკაულებიანი ლამაზი ქალის სახით, რომელიც ზრუნავდა სოფლის მშვიდობიან ცხოვრებაზე და მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მოხვედრილ უცხოებზე. შესაძლებელია, წარსულში ადგილის დედა ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო და მისი კულტი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული."@ka . "ბერი-ბერა — ქართულ მითოლოგიაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში (მთიულეთში, გუდამაყარში) ანთროპომორფული ღვთაება, რომელიც მოსავლის მფარველია და საქონლის ნაყოფიერებას და მოსახლეობის ზრდას უწყობს ხელს. ბერი-ბერა აგრარული კალენდარული დღესასწაულების ერთ-ერთი პერსონაჟია. წინასაახალწლო რიტუალის დროს მამაკაცთა შორის უფროსი, რომელიც ბერი-ბერას განასახიერებდა, სახლში ჯოხზე გადამჯდარი (ბერბერა) შედიოდა მისალმებებით და კეთილი სურვილებით."@ka . "ბედის მწერლები — ქართულ მითოლოგიაში ღვთაება (ან რამდენიმე ღვთაება), რომელიც ადამიანის და ყველა სხვა სულიერ არსებათა ბედსაც განაგებს. ჯავახეთში გავრცელებული ზოგიერთი თქმულების მიხედვით (ლიზა თოთაძის გადმოცემით სოფელ ჩუნჩხიდან), ისინი ადამიანის ან სხვა სულიერის დაბადების შემთხვევაში ადგილზე იმყოფებიან და მას დაბადებისთანავე საკუთარ ბედს შუბლზე აწერენ ბედის მწერლები გარდაცვლილთა სამეფოში ცხოვრობენ და მუდმივად იყურებიან “ბედის წიგნში”."@ka . "მითოლოგია (ბერძნ. μυθολογία, μῦθος მითოს — ამბავი, გადმოცემა; λόγος ლოგოს — მოძღვრება) არის მითების შესწავლელი დარგი, ასევე მითების ერთობლიობა. მითოლოგია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის მითების წარმოშობას, შინაარსს, კლასიფიკაციას და გავრცელებას. მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენენ ადრეკლასობრივ საზოგადოებაში."@ka . "ბოსელი, ბოსლე, ბოსლა (სვან. ბოსლო, ბეიმღუ, ბობღა) — ნაყოფიერებისა და გამრავლების წარმართული ღვთაება ძველ საქართველოში. მისი კულტი ასახულია ბოსლობის დღეობაში. ბოსელის უმთავრეს ფუნქციას შეადგენდა საქონლის გამრავლება და მფარველობა. ამიტომ მას \"საქონლის ანგელოზის\" ეპითეტებითაც მოიხსენიებდნენ."@ka . "დალი — ქართულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთი, ველური ცხოველების მფარველი. საქართველოს მთიანეთში (უმეტესად სვანეთში) გავრცელებული გადმოცემების თანახმად, დალის გარეგნობა მზეთუნახავის გარეგნობას წააგავს. დალი მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმები. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის სახით. მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ეხმარება ნადირობაში მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს."@ka . "იოჰან სებასტიან ბახი (დ. 21 მარტი / 31 მარტი, 1685, აიზენახი, თიურინგია - გ. 28 ივლისი, 1750, ლაიფციგი), ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი; ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი. მისი შემოქმედება გამოირჩევა ინტელექტუალური სიღრმით, ტექნიკური სრულყოფილებითა და მხატვრული დახვეწილობით და იგი ევროპული ტრადიციის თითქმის ყოველი მუსიკოსისათვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მოცარტიდან შონბერგამდე."@ka . "ბოჩი, ქართველთა ძველი წარმართული ღვთაება. პირველად წერილობით ძეგლებში ექვთიმე მთაწმიდელთან გვხვდება. ი. ჯავახიშვილის აზრით, სახელი ბოჩი ოჩს და ვოჩს (მამალ თხას - ვაცს) უკავშირდება და ნადირთ მფარველი ან მისი მსგავსი ღვთაების სახელია. ვ. ბარდაველიძეს ოჩი||, ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებად მიაჩნდა. ახალი ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ბოჩი მოსავლიანობის მფარველი ღვთაებაც უნდა ყოფილიყო."@ka . "გველისფერი — ქართულ მითოლოგიაში ღვთაების დამხმარე, რომელიც ჯაჭვით დაბმული გველის ან გველეშაპის სახით გვევლინება. გველისფერი განგმირავს ღვთაების მტრებს, ხოლო მის ერთგულ მსახურებს გასაჭირში ეხმარება. ამასთან ერთად, ჯაჭვიდან აშვებული გველისფერი სჯის ღვთაების ურჩ თაყვანისმცემლებს."@ka .